დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტის ვიზიტი

19 ივნისი 2018

19 ივნისს, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს პრეზიდენტი(პენსიაზე) ულრიხ ჰაგენლოხი მიიღო. შეხვედრას ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრები და სასწავლო ცენტრის დირექტორი ქეთევან თურაზაშვილი დაესწრნენ.

დრეზდენის სასამართლოს პრეზიდენტი გაეცნო ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობასა და მიმდინარე რეფორმებს. საუბრისას განიხილეს ასოციაციის პოლიტიკა, რაც სამართალწარმოების განხორციელების დროს, ევროპული გამოცდილების დანერგვას გულისხმობს.   

დავით ასათიანმა ხაზი გაუსვა გერმანიის სახელმწიფოს მხარდაჭერის პოლიტიკას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და  გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.  

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი